ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 41 მილიონად გადავა?
როგორც ბრიტანული გამოცემა „დეილი ექსპრესი“ იუწყება, მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილოთ. ფრანგის სანაცვლოდ „წითელი ეშმაკები“ 41 მილიონი ევროს გადახდას აპირებემ.
ვარანი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი იმედისმომცემი მცველია, თუმცა კონკურენციის გამო იგი მადრიდული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება.
მანჩესტერელთა გარდა, რაფაელის შეძენა ლონდონის „ჩელსისაც“ შეუძლია, რომელსაც ამჟამად მისი ყოფილი მწვრთნელი ჯოზე მოურინიო თავკაცობს. წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს მანჩესტერულ კლუბში თამაში ურჩევნია.