ვარანი: “მესისთან თავს ისე ვერ დაიცავ, როგორც სხვა ფეხბურთელებთან”
მადრიდის “რეალის” ფრანგმა ცენტრალურმა მცველი, რაფაელ ვარანი, ესპანურ პრესასთან საუბრისას რამდენიმე ძალიან საინტერესო თემას შეეხო, მათ შორის მესის წინააღმდეგ თამაშის თავისებურებასაც.
“მესისთან თავს ისე ვერ დაიცავ, როგორც სხვა ფეხბურთელებთან. მესისთან თამაშს განსაკუთრებული ძალისხმევა და გუნდური მუშაობა სჭირდება. მისთვის თავისუფალი სივრცეების დატოვება მომაკვდინებელია.
“რეალის” მცველად ყოფნა ძალიან დიდი პასუხიმსგებლობის ტარებას ნიშნავს, შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანო. ჩვენს უკან 50 მეტრია. ჩემი ინსპირაციის წყაროს ისეთი ფეხბურთელები წარმოადგენენ, როგორებიც პეპე და რამოსი არიან. მათ ჩემპიონის მენტალიტეტი აქვთ.
რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, ის ბრწყინვალე სპეციალისტია და მასთან თანამშრომლობა დიდი სიამოვნებაა. რვა წელია აქ ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ყოველ წელს ყველაფერს ნულიდან ვიწყებ. ყოველთვის მინდა რომ ამ კლუბისთვის მაქსიმუმი გავიღო,” – აცხადებს ფრანგი მცველი.