ვარანი ოთხ კვირას იუქმებს
ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ტრავმირებულია.
როგორც ცნობილია, მადრიდის “რეალის” მცველს, რაფაელ ვარანს, მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანების დიაგნოზი დაუდგინეს.
უახლოეს მომავალში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. Marca-ს თანახმად, მას დაახლოებით მომდევნო ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს.
ამ ერთი თვის განმავლობაში “სამეფო კლუბს” შემდეგი თამაშების ჩატარება მოუწევს: ლა ლიგაში “ეიბარის”, “ხეტაფეს”, “ვილიარეალის” და “რაიო ვალეკანოს”, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგაში “მალმიოს” წინააღმდეგ. აგრეთვე, კიდევ ორი მატჩი ესპანეთის თასზე.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ვარანმა “რეალის” მაისურით ამ დროისთვის 17 მატჩის ჩატარება მოასწრო.