ვარანი: “სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”
მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი აცხადებს, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს, ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. თუ 8 მარტს, “ბარსელონა” “რაიო ვალეკანოს” დამარცხებას შეძლებს, მაშინ კატალონიელები მადრიდელებს გადაასწრებენ და ცხრილში პირველ პოზიციას დაიკავებენ.
“მატჩის ბედი ერთ კონკრეტულ ეპიზოდში გადაწყდა. კარგი მატჩი ნამდვილად არ ჩაგვიტარებია. ვფიქრობ, ახლა, ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. მომდევნო შეხვედრებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ”, – ამბობს ვარანი.