ვარდი კარიერას ტოპ-კლუბში გააგრძელებს?
არაა გამორიცხული, 28 წლის ფეხბურთელმა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა “ლესტერიდან” ჯეიმი ვარდის გადაბირებას ეცდება.
აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “არისტოკრატთა” სპორტული დირექტორი მაიკლ ემენალო არამხოლოდ ვარდის, არამედ სერხიო ბერაინოს თამაშითაც ინტერესდება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიო არაა დარწმუნებული, თუ რამდენად კარგად მოერგება ზემოთნახსენები ორი ფეხბურთელი მის გუნდს. პორტუგალიელ სპეციალისტს ჰარი კეინის ან ანტუან გრიზმანის შეძენა ურჩევნია.