ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება

თარიღი: აგვისტო 21, 2019

თბილისში, კერძოდ ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

როგორც კალაძემ განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიზნით თბილისში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება.

“კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ვარკეთილში კეთდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სრული სტანდარტების დაცვით, ასევე, მცირე ზომის სტადიონი. საფეხბურთო კომპლექსი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე, აღჭურვილი იქნება ღამის განათებით, ირგვლივ ტერიტორია კეთილმოეწყობა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი სპორტული მოედნები ყველა რაიონში პროექტის სახით განხორციელდეს. ამას ემატება მულტიფუნქციური კომპლექსების პროექტები, რომელთა განხორციელებას ვიწყებთ ვარკეთილში და დიდ დიღომში.

შეგიძლიათ, მოიძიოთ ფოტოები, თუ რა მდგომარეობა იყო აქ, როდესაც წინასაარჩევნოდ ვიყავით. ეს იყო გატიალებული მინდორი და დარწმუნებული ვარ, ვიღაცებს წარმოდგენილი ჰქონდათ აქ სამშენებლო პროექტების განხორციელება და კორპუსების აშენება, მაგრამ ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სპორტული მოედნების, პარკების და სკვერების მოწყობაა პრიორიტეტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საფეხბურთო კომპლექსი, რომელიც ვარკეთილი 3-ის IV მიკრორაიონში შენდება, მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხელოვნურსაფარიან მოედანს, 220-250 ლუქსიანი განათებით, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით და ხელოვნურსაფარიან მცირე ზომის მოედანს.

აღნიშნული კომპლექსის მოსაწყობად, 18 243 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თბილისის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში. პროექტის საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს და ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს FORWARD-ის თანდაფანინანსებით ხორციელდება. საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი მოსიძემ და რევაზ სოხაძემ, საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერეს.

თბილისის მერიის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ივან რაკიტიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონასა” და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ივან რაკიტიჩმა, სლოვაკეთთან და საქართველოსთან გასამართ მატჩებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელი დავით თარგამაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” 30 წლის ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-9 სეზონში იღებს მონაწილეობას. საქართველოს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. ვლადიმირ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ჩემპიონატში მეკარემ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

საქართველოს მე-3 ლიგაში მესამე ადგილზე მყოფმა “არაგვმა” უკვე მე-2 ლიგაში აღზევებული მარტვილის “მერანი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” “ბარსელონელი” ლიონელი დაიმატა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ადგილოსანმა, საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” კატალონიის “ბარსელონას” აკადემიის, ლა მასიის აღზრდილი, კამერუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოჭოლავა: “ნუ მოუსმენთ ქვის ხანაში ჩარჩენილ ხალხს”

დონეცკის “შახტარის” ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ბრაზილიელი თანაგუნდელები გაამხნევა. 10 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ ლიგაში დონეცკის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ტორპედომ” და “დილამ” ქულები გაიყვეს

ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ბოლო მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილა” მიიღო და 1-1 ითამაშა. ანგარიში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მსაჯები ცოტა გამოფხიზლდით რა” – ლევან კორღალიძე ბაკურ ნინუას დაუპირისპი

თბილისის “ლოკომოტივმა” 34-ე ტურში საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 0-2 დამარცხდა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც მსაჯმა ბაკურ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მაკარიძის მოგერიებული პენალტი “რიო ავესთან” მატჩში (ვიდეო)

9 ნოემბერს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი მაკარიძის “ვიტორია სეტუბალი” სტუმრად “რიო ავეს” დაუპირისპირდა და ანგარიშით [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ შეუჩერებელია – ზივზივაძის მორიგი გოლი უნგრეთში (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ. ქართველმა თავდამსხმელმა “მეზოკოვეშდი” “ზალაეგერსზერგთან” დააწინაურა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდა!

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თბილისის “ლოკომოტივმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 0-2 დამარცხდა. “ჩიხურა” მთელი მატჩის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – თბილისის “დინამო” ისევ პირველია!

ეროვნული ლიგის 34-ე ტურში თავისი შეხვედრა ჩემპიონობის მთავარმა ფავორიტმა, თბილისის “დინამომ” 0-2 მოიგო და ჩემპიონატში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 11 ნოემბერს შეიკრიბება და მოახლოებული ევროშესარჩევი მატჩებისთვის მოემზადება. 15 ნოემბერს გია ცეცაძის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საჩხერის “ჩიხურას” სტადიონს გაუკეთებენ

საჩხერის “ჩიხურას” მოედანზე ახალი საფარი დაიგება, ინფრასტრუქტურას კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქალაქის მერია შეაკეთებენ. “ჩიხურა...
წაკითხვა