ვარლამ ლიპარტელიანი: “მინდა, ილიას ვუთხრა, რომ…”

თარიღი: ივნისი 12, 2021

საქართველოს ძიუდოისტთა წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ თქვა, რომ კიდევ ერთ მსოფლიო პირველობაზე გამოსვლას აპირებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

– ეს თქვენი მე-6 მედალია მსოფლიო ჩემპიონატებზე, დაუჯერებელი მიღწევაა. რას გრძნობთ ახლა?

– ცოტათი დამწუხრებული ვარ, რადგან ოქროს მედლის მოპოვება მინდოდა. თუმცა, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი ეტაპია. უფრო მნიშვნელოვანი ოლიმპიადაა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს მედალი ჩემთვის ტოკიოში წასვლის წინ კარგი მოტივაციაა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მოპოვებას კიდევ ერთხელ შევეცდები. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ვაპირებ. თუ კარგად ვიქნები და ტრავმა არ მექნება, არ გავჩერდები. მინდა, რომ მოვიგო.

– სწორედ ამიტომ ხართ ლეგენდა. მეტოქეებიც კი პატივისცემას გამოხატავენ თქვენს მიმართ. მათ შორის ალეკსანდრ კუკოლიც, რომელმაც ბოლო დეკადის საუკეთესო ძიუდოისტად დაგასახელათ. რა შეგრძნებაა, როცა მეტოქეებისაგან ასეთ პატივისცემას იღებთ?

– ეს კარგი შეგრძნებაა. დიდი ხანია, რაც ძიუდოში ვარ და ვინც ჩემთან ერთად ჭიდაობს, ყველას ვიცნობ. ბევრმა კარიერა დაასრულა და ახლა ისინი მსაჯები არიან. ბევრი მწვრთნელი გახდა, მაგალითად, ილიას ილიადისი. ასევე ჩვენი მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც ჩემი თანაგუნდელი იყო. როცა ახალგაზრდა თაობა მე მიყურებს, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. არ მინდა, რომ გავჩერდე. მინდა გავიმარჯვო არა მხოლოდ საკუთარი თავის გამო, არამედ ახალი თაობისთვისაც.

– თქვენთან ერთად კვარლცხბეკზე იდგა ახალი თაობის წარმომადგენელი ილია სულამანიძე, რომელსაც შეხვედრის მიმდინარეობისას გულშემატკივრობდით…

– ძიუდო მხოლოდ სპორტი არ არის, ეს სპორტზე მეტია. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მასაც უნდოდა ბრინჯაოს მედლის მოგება. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ, ერთად ძალიან ხშირად ვიმყოფებით და ოჯახივით ვართ. ძალიან მიხარია, რომ მან მედალი მოიპოვა. მინდა, ილიას ვუთხრა, რომ ასე გააგრძელოს და ყველა ტურნირის მოგება შეუძლია. მას ჩემ ტაქტიკურ, ფიზიკურ ცოდნასა და ყველაფერს ვუზიარებ, რადგან ახალი თაობის წარმომადგენელია.

– ლაშა შავდათუაშვილი უკვე მსოფლიო ჩემპიონატის, ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლების მფლობელია. გვითხარით ქართული ძიუდოსთვის ამ მომენტის მნიშვნელობაზე…

– ის ლეგენდაა, ვულოცავ ყველა ქართველს, ვინც ლაშას ქომაგობდა, მის ოჯახს. ლონდონის ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში მოიგო და მსოფლიო ჩემპიონიც აქ გახდა. ის პირველი ძიუდოისტია საქართველოში, რომელმაც ეს სამი ტიტული მოიპოვა. ძალიან გახარებული ვართ ამ ამბით. მგონია, რომ ამ ტრადიციას ბევრი სპორტსმენი გააგრძელებს, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ბევრს აქვს იმის შანსი, რომ ეს მიღწევა გაიმეოროს.

– გვითხარით, რას გეგმავთ დღევანდელი დღიდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე და მოიგებთ თუ არა ოლიმპიადას?

– გპირდებით.

– როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

– მენტალურად, ფიზიკურად, ტაქტიკურად – ოლიმპიურ თამაშებზე ყველა კომპონენტი გჭირდება. ყველაფერი უნდა გააკეთო. მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ვერაფერს გააკეთებ, თუ მენტალურად მზად არ ხარ. ყველაფერს გავაკეთებ ოქროს მედლის მოსაპოვებლად, რადგან კარგი შანსი მაქვს.

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 26 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 26 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წარმომადგენელი იასპარეზებს. მედლების მოპოვებას შეეცდებიან ძიუდოისტები, [&hellip...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

მარგველაშვილი: “ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა და ამას ავისრულებ!”

ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვაჟამ მიღწეული წარმატება მიულოცა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სანდრო ბაზაძე: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მსაჯებს პასუხი გავცე”

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ განაცხადა, რომ ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მზად იყო, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

აჩიკო ბოლქვაძემ რუსი მეტოქე სუფთად დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 80კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აჩიკო ბოლქვაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“არ ვიცი, ეს რატომ მოხდა” – ბილოდიდის ცრემლები ბრინჯაოს მედლის მოპოვების

24 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დარია […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვარლამ ლიპარტელიანმა ლუხუმ ჩხვიმიანი გაამხნევა (ფოტო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს პირველი სატურნირო დღის დასრულების შემდეგ […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“ქვეყანა მისით ამაყობს!” – მაკრონმა ლუკა მხეიძეს მედლის მოპოვება მიულოცა

საფრანგეტის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალური ქსელის საშუალებით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა მხეიძის წარმატებას გამოეხმაურა. ლუკა […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 25 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 25 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წევრი იასპარეზებს. ქართველების საშეჯიბრო […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს პირველი ნომერი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა! (ვიდეო)

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში მსოფლიოს პირველ ნომერს, კორეელ სანგუკ ოჰს […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

რუსეთის პირველმა არხმა ოლიმპიადის გახსნაზე უკრაინელთა გამოსვლა არ აჩვენა (ვიდეო)

23 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ტრადიციულად, ოლიმპიურ სტადიონზე ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნების დელეგაციები […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ვინ იქნება ხვალ – 24 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

დღეს, 23 ივლისს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. ხვალიდან ქართველი სპორტსმენები ასპარეზობას დაიწყებენ. […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

ალჟირელი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე აღარ გამოვა – მიზეზი ებრაელთან შესაძლო შეხვედრაა

22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, ვის შეხვდებიან სპორტსმენები პირველ […]...
წაკითხვა