ვარსკვლავები, რომლებიც 29 სექტემბერს თბილისში ითამაშებენ
29 სექტემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ.
მსოფლიოს თერთმეტეულსა და საქართველოს თერთმეტეულს შორის გასამართი მატჩის ბორჯომის ტყის აღდგენას ემსახურება.
რაც შეეხება მსოფლიოს ვარსკვლავებს, რომლებიც მატჩში მონაწილეობას მიიღებენ – მათი შემადგენლობა ასეთია: კარლეს პუიოლი, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, დიდა, რივალდო, სერჟინიო, ზვონიმირ ბობანი, ხავიერ ძანეტი, ერნან კრესპო, ლუკა ტონი, პაოლო მალდინი, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, დემეტრიო ალბერტინი, მარკო დელვეკიო, მასიმო ოდო, ანჯელო დი ლივიო, სებასტიან ფრეი, კრისტიან აბიატი, ენრიკი ანონი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, მაურო ტასოტი, დარიო შიმიჩი, ივან კორდობა, პიეტრო ვერხოვოდი და იბრაჰიმ ბა.
მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა დღეს, 15:00 საათზე, TKT.GE-ზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5-დან 25 ლარამდე იქნება.