ვარაუდი: ქართველი ფეხბურთელების “სქემა” და გიორგი ლორია “სან ხოსეს” შეუერთდება?

თარიღი: სექტემბერი 23, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრებში მხოლოდ ერთა ლიგისთვის გამოძახებული ფეხბურთელებიდან 8 ფეხბურთელი 1 გუნდში თამაშობს. ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი “ტობოლში”, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია “გენტში”, ოთარ კაკაბაძე და ვაკო გვილია “ლუცერნში”, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი კი “სან ხოსეში”. საუბარი გვაქვს მხოლოდ ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაზე და თუ უფრო ფართოდ მივყვებით, ეს დათვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს.

კვეკვესკირმა “რეიმსიდან” წამოსული კანკავა ყაზახურ გუნდს გააცნო და შემდეგ “ტობოლმა” მისი დამატება გადაწყვიტა. ოთარ კაკაბაძე თავის დროზე “ხიმნასტიკში” გიორგი აბურჯანიას რეკომენდაციით მოხვდა, ხოლო, შვეიცარიულ “ლუცერნთან” ის ვაკო გვილიამ დააკავშირა. რთული გამოსაცნობი არ არის, თუ როგორ მოხვდა კაშია ამერიკაში, თანაც “სან ხოსეში”. ყველაზე ნაკლებად ეს ჩაკვე-ქვილის დუეტზე ითქმის, თუმცა ჩაკვეტაძე თავის გარკვეულ წვლილს ამ ტრანსფერში, უეჭველია, შეიტანდა.

როგორ მოქმედებს ეს “სქემა”? კონკრეტული ქართველი ფეხბურთელი მიდის უცხოეთში, მკვიდრდება, ძირითადში ადგილს, კლუბში ავტორიტეტსა და პატივისცემას მოიპოვებს, შემდეგ კი, როდესაც გუნდს ფეხბურთელი დასჭირდება, ხელმძღვანელობას მეგობარით დააინტერესებს, რომელიც ამ დროს ეროვნულ ლიგაში ან სხვა გუნდში იმყოფება. უმეტესწილად, ეს ყველაფერი ამართლებს და ქართველები ერთად აღმოჩნდებიან.

საინტერესო სიტუაცია: “სან ხოსეში” შეუცვლელი ქართული წყვილი, კაშია-ყაზაიშვილი თამაშობენ და ESPN-ის ინფორმაციით, ამერიკული გუნდი, შესაძლოა, არნემის “ვიტესის” ყოფილმა მენტორმა, პეტერ ბოშმა ჩაიბაროს. გარდა ამისა, “ერსქვეიქსის” ორივე გოლკიპერი, ტარბელი და მარცინკოვსკი უსახურად გამოიყურებიან და 29 მატჩში ჯამში 61 გოლი გაუშვეს.

ამუშავდება სქემა? “კრილიას” დატოვების შემდეგ გიორგი ლორია “დინამოში” ვარჯიშობს და ფორმას ინარჩუნებს. “სან ხოსეში” გადასვლის შემდეგ კაშია წინა მატჩში კაპიტანი გახლდათ, ხოლო, ყაზაიშვილი მთავარი ლიდერია და თუ ბიჭებმა ლორიას რეკომენდაცია გაუწიეს, ნამდვილად შესაძლებელია, ის ამერიკაში ვიხილოთ.

სტატია მხოლოდ ჰიპოთეზაზეა დაფუძნებული, მეცნიერულ კვლევას არ წარმოადგენს, თუმცა გარკვეული საფუძველი ნამდვილად გააჩნია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბერგკამპი: “ანრის მატჩში ინტრიგის მოკვლა ყველაზე კარგად გამოსდიოდა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, დენის ბერგკამპმა, ტიერი ანრიზე ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს “მეთოფეთა” ოფიციალურ ვებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლას პალმასის” პრეზიდენტი სტადიონზე ფანების დაშვებას გეგმავს

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე “ლას პალმასის” პრეზიდენტი თვლის, რომ “ჟირონასთან” 13 ივნისს გასამართ მატჩში გულშემატკივრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ს ექიმი: დი მარია სეზონის შეწყვეტის გამო დეპრესიაშია, ინსომნია სჭირს

“პარი სენ-ჟერმენის” ექიმმა კლუბის ხელმძღვანელობას ანხელ დი მარიას გართულებული ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ამცნო. ამ ინფორმაციას [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაცია დამალა

ესპანურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ამბავი ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება, კორონავირუსი “ბარსელონას” ხუთმა ფეხბურთელმა და სამწვრთნელო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენი: “გიოტცე ლა ლიგას იდეალურად მოერგებოდა”

“ბარსელონას” კიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარიო გიოტცეს შესაძლო მომავლის შესახებ ისაუბრა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ყველა გუნდმა ვარჯიში განაახლა

ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება და 10-ვე გუნდმა ვარჯიში უკვე განაახლა. დღეს ვარჯიში 2.5 თვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოსტაკურტა: “16 წლის მესის წინააღმდეგ თამაშისას შეცვლა ვითხოვე”

“მილანის” ყოფილმა მცველმა, ალესანდრო კოსტაკურტამ, არგენტინული ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავის, ლეო მესისა და დიეგო მარადონას, წინააღმდეგ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება მარკო როისის მეუღლე (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველის, მარკო როისის მეუღლე სკარლეტ გარტმანია. ის პროფესიით მოდელია....
წაკითხვა
ფეხბურთი

“როგორ უნდა ავუხსნა ეს ჩემ ქალიშვილს?”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი, ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელის მიერ აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას გამოეხმაურა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ თბილისის “დინამოში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელად გამოაცხადა. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ სქოულზი – საუკეთესო მეტოქე, საუკეთესო სტადიონი, ინგლისის ნაკრები

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა A goal in One-ის პოდკასტში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანის განადგურება – კლოპმა ბუნდესლიგის ყველაზე ეფექტური გოლი დაასახელა (ვიდეო)

მერსესაიდული “ლივერპულის” 46 წლის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას გერმანული ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩალჰანოღლუ: “იბრაჰიმოვიჩს ეგო არ გააჩნია”

“მილანის” თურქმა ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ, საფეხბურთო სამყაროში გავრცელებული სტერეოტიპის დამსხვრევა სცადა. საუბარია ზლატან იბრაჰი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ულტრათანამედროვე სტადიონი საცხოვრებელი აპარტამენტებით – ჰოლანდიური კლუბის გეგმა

ჰოლანდიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბინადარმა როტერდამის “ექსელსიორმა” ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა. ჰოლანდიური პრესის თანახმად, ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად ერთი წელი რეიესის ტრაგიკული დაღუპვიდან – გამოძიების დასკვნა ცნობილია

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის პირველ ივნისს ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოსაგზაო შემთხვევის […]...
წაკითხვა