ვასილ ლობჟანიძე 23-წლამდელთა სიმბოლურ გუნდში
Worldrugbyvids.Com-მა 23-წლამდელ მორაგბეთა შორის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურის ერთ-ერთი მორაგბე საქართველოს ნაკრების წევრი ვასილ ლობჟანიძეა.
აღნიშნული საიტი 18 წლის ჩვენებურზე საკმაოდ კარგად ლაპარაკობს. ისინი ვასილს საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
”ამ ბიჭმა 18 წლის ასაკში ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე ითამაშა. ახალგაზრდა მორაგბეს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპის შერკინების საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს,” – ნათქვამია საიტზე.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 1. ელის ჯენჯი (ინგლისი), 2. მალკოლმ მარქსი (ს. აფრიკა), 3. ტანიელ ტოპუ (ტონგა), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. პიტერ-სტეფ დუ ტოი (ს. აფრიკა), 6. ჯეკ კლიფორდი (ინგლისი), 7. შონ მაკმაჰონი (ავსტრალია), 8. პაბლო მატერა (არგენტინა), 9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო), 10. რიჩი მოუნგა (ახ. ზელანდია), 11. ენდრიუ კელევეი (ავსტრალია), 12. ჰარი მალინდერი (ინგლისი), 13. ჰენრი სლეიდი (ინგლისი), 14. რის ჰოჯი (ავსტრალია), 15. დემიენ მაკენზი (ახ. ზელანდია).