ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელები შეკრიბა
თბილისში საწვრთნელი შეკრება დაიწყო 1997 წელს დაბადებულთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე ხელმძღვანელობს. ამ ნაკრებმა უკვე 19-წლამდე ასაკში აინაცვლა და მიმდინარე წლის ნოემბერში, თბილისში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ითამაშებს.
საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საერთაშორისო ამხანაგური მატჩებიცაა დაგეგმილი. 13 ივნისს, თბილისს პოლონეთის 19-წლამდე ნაკრები გუნდი ესტუმრება და ვასილ მაისურაძის გუნდთან ორ ტესტ-მატჩსაც გამართავს.
მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებიან:
მეკარეები: ბექა ქურდაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე „საბურთალო“)
მცველები: ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ცოტნე ნადარაია („საბურთალო“), ლუკა ლოჩოშვილი, ანდრო ნემსაძე, ლუკა გადრანი (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი თვარაძე („ლოკომოტივ გრუზია“, უკრაინა), ირაკლი კამლაძე („ჩიხურა“, საჩხერე)
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, გიორგი ღვინაშვილი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი კურმაშვილი („დილა“, გორი), სანდრო ალთუნაშვილი, ბექა ნიკოლაიშვილი, ლუკა ბლიაძე, ბექა გვარაძე (ყველა „საბურთალო“), ნიკა ბაშალეიშვილი, ნიკა გაბრიჩიძე (ორივე „დინამო“ თბილისი), შალვა ფურცხვანიძე („ტორპედო“, ქუთაისი)
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე („საბურთალო“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)
ხვალ, ნაკრებს გურამ გოშთელიანი და გიორგი ბერიძე შეუერთდებიან, რომლებმაც გიორგი დევდარიანის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ელიტრაუნდი ითამაშეს და მწვრთნელებმა მათ რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მისცეს.
საქართველოსა და პოლონეთის 19-წლამდე ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩები 14 და 16 ივნისს, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება. ორივე მატჩი საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
სფფ-ის პრესსამსახური