ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი დამაჯერებლად დაამარცხა
ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთის 19-წლამდე ნაკრები სტუმრად 0-2 დაამარცხა. გოლები მამაგეიშვილისა და იობაშვილის ანგარიშებზეა. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე დაამარცხა. განსაკუთრებით გამოსარჩევი მოედნის ცენტრში დომინირება გახლდათ და საპასუხოდ ესტონელებმა ვერაფერი შემოგვთავაზეს. მაისურაძის გუნდს ძირითადად “დინამო თბილისის”, “ლოკომოტივისა” და “საბურთალოს” ფეხბურთელები შეადგენენ.
მამაგეიშვილის საოცარი გოლი
ესტონეთი 0-2 საქართველო
გოლები: ო.მამაგეიშვილი 38, იობაშვილი 53
გამოძახებულთაგან მხოლოდ გოლკიპერებს, თანდილაშვილსა და ბერუაშვილს არ უთამაშიათ.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი)
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო, თბილისი),თორნიკე დუნდუა (დინამო, თბილისი) ლადო ოდიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი, თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო,თბილისი)
ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (ურალი, ეკატერინბურგი, რუსეთი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო,თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო,თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო,თბილისი), ლუკა წულუკიძე (საბურთალო, თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო,თბილისი), დავით გოცირიძე (საბურთალო, თბილისი)