ვასილი უტკინი: “დღეიდან ხაბიბს აღარ ვუგულშემატკივრებ”
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა, ვასილი უტკინმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ამიერიდან ხაბიბ ნურმაგომედოვს აღარ უგულშემატკივრებს.
რუსი ჟურნალისტი იმ განცხადებითაა გაბრაზებული, რომელიც ნურმაგომედოვმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ გააკეთა.
ოქტომბერში, საფრანგეთში, ჩეჩენმა ემიგრანტმა სკოლის მასწავლებელი მოკლა. მასწავლებელმა მოსწავლეებს “შარლი ებდოს” სკანდალური კარიკატურები უჩვენა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აბდულაჰ ანზოროვმა მისი მოკლვა. ამ საკითხზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა “ისლამური კრიზისი” ახსენა, რამაც ხაბიბი გააღიზიანა.
ნურმაგომედოვმა ინსტაგრამში დაწერა: “დაე, დაამახინჯოს ყოვლისშემძლემ ამ ქმნილებისა და ყველა მისი მიმდევრის სახე, რომლებმაც ნახევარ მილიონზე მეტ მუსლიმს შეურაცხყოფა მიაყენეს. ალაჰი მათ პასუხს მალე გასცემს და ამას ნახავთ. ჩვენ მუსლიმები ვართ, ჩვენი ლიდერი მუჰამედი გვიყვარს დედებზე, მამებზე, შვილებზე, ცოლებზე და სხვა ახლობელ ადამიანებზე მეტად.”
ვასილი უტკინის პოსტი Twitter-ში:
“იმედი მაქვს, ხაბიბი დაბრუნდება. ის დიდებული მებრძოლია. მას აღარ ვუგულშემატკივრებ. დღეიდან”, – წერს უტკინი.
Надеюсь, Хабиб вернется. Он великий боец.
Болеть за него больше не буду. С сегодняшнего дня.— Василий Уткин 🖤💛 (@radioutkin) October 30, 2020