ვასკესი: “რეალმა” იცის, როგორ დაამარცხოს “ატლეტიკო”
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში “რეალმა” “ატლეტიკო” ანგარიშით, 3:0 დაამარცხა და ზეგინდელი განმეორებითი დაპირისპირების წინ შესანიშნავი უპირატესობა შეიქმნა.
ზინედინ ზიდანის ერთ-ერთმა შეგირდმა, ლუკას ვასკესმა მეტოქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კარგდა იცის, როგორ დაამარცხოს “როხიბლანკო”.
“ატლეტიკოს” წინააღმდეგ ყველა შეხვედრა ურთულესია. ამ გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუმცა, ვიცით, როგორ დავამარცხოთ ეს კლუბი და დიდ მიზანს მივაღწიოთ. ყველაფერს ვიზამთ, ყველაფერს ვცდით, რომ ფინალისტები ჩვენ აღმოვჩდეთ.”
“რეალის” მიზანი ყოველთვის იყო ევროტურნირებზე წარმატება. ჩვენი ფეხბურთელისთვის არაფერია იმაზე კარგი გრძნობა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, შეხვედრები ერთმანეთისგან არ გავარჩიო და ბოლომდე დავიხარჯო. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დროს, აუცილებებლია, დასვენებული იყო და გუნდის წარმატებისთვის ბოლო წამამდე იბრძოდე,” – განაცხადა ლუკასმა.