ვაჟა ტაბატაძე დინამოს უახლოვდება

თარიღი: დეკემბერი 23, 2014

“ტორპედოს” ფეხბურთელი, ვაჟა ტაბატაე, თბილისის “დინამოს” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამავრდოულად ქუთაისელები  ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. მოსალოდნელია, რომ ტაბატაძის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

23 წლის ფეხბურთელი ამპლუით მარჯვენა მცველია და ბოლო წლებში ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს თასზე კი 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლიც გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები