ვაზისუბანში რაგბის ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 26, 2017

თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, 120X75 კვ/მეტრზე რაგბის ახალი სავარჯიშო მოედნის მშენებლობა დაიწყო. მოედანი მრავალფუნქციური იქნება და მორაგბეებთან ერთად ვარჯიშის და თამაშის საშუალება ფეხბურთელებსაც მიეცემათ.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ და მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

სამშენებლო სამუშაოები ივლისში დასრულდება და მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 400 ადგილიანი გადახურული ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საბა კონსტრაქშენი” განახორციელებს. სავარჯიშო მოედნის მოსაწყობად თბილისის ბიუჯეტიდან 1 716 440 ათასი ლარი გამოიყო.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ” მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის აღმშენებლობა გრძელდება. ეს პროცესი მოიცავს თბილისს და მთელ საქართველოს. ქალაქის მერიამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა. ეს იქნება მულტიფუნქციური მოედანი, რომლითაც როგორც მორაგბეები ისე ფეხბურთელები ისარგებლებენ. ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება სპორტს ეზიარონ და შემდეგ საქართველო საერთაშორისო სარბიელზე ასახელონ”.

დავით ნარმანია: ” საინტერესო, მრავალფუნქციური მოედნის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც ამ უბანს გამოაცოცხლებს და სპორტული ცხოვრება სულ სხვა ეტაპზე გადავა. აღნიშნულ პროექტს წლეულსვე დავასრულებთ. სათანადო ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ და მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს შევქმნით, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს”.

ირაკლი აბუსერიძე: “ამ უბნისთვის ბევრი მიმართულებით გვიწევს პრობლემების გადაჭრა, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ეს მოედანი კი ამ თვალსაზირისით დიდ დახმარებას გაგვიწევს”.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
რაგბი

მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? რატომაც არა?! კარგად უნდა ვითამაშოთ და ცოტა გაგვიმართლოს

21 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელებმა უელსთან გასამართი მატჩისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს. შემადგენლობის გამოცხადების...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მერაბ […]...
წაკითხვა
რაგბი

პიცა თუ მწვადი? ჩაი თუ ყავა? – მამუკა გორგოძის პასუხები (ვიდეო)

რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მორაგბეს, მამუკა გორგოძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. “გორგოძილას” ორიდან [&h...
წაკითხვა
რაგბი

ნაგოიაში საქართველოს ნაკრების დახვედრის ცერემონიალი გაიმართა (ფოტო)

17 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალაქ ტოკუშიმადან ნაგოიაში გადაინაცვლა. “ბორჯღალოსნები” უახლოესი მატჩისათვის მზადე...
წაკითხვა
რაგბი

როგორ დახვდნენ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს იაპონიაში (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 სექტემბერს იაპონიაში ჩავიდა. “ბორჯღალოსნებს” აეროპორტში ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ. შეგახსენებთ,...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიამ ფიზიკურად ვერცერთ მატჩში ვერ გვაჯობა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა შეაფასა. როგორც იცით, შოტლანდიამ “ბორჯღალოსნე...
წაკითხვა
რაგბი

გორგოძე: “არ ვიცი, რა გამიკეთებია ასეთი, ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ”

საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს! 35 […]...
წაკითხვა
რაგბი

გიორგი ჩხაიძე ჰეიგს: “არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი ჩხაიძე მერაბ კვირიკაშვილის მსოფლიო თასისათვის 31-კაციან განაცხადში არშეყვანის ამბავს […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “მადლობა ქართველ ქომაგებს, ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში საქართველოში ბოლო მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ [&helli...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდთან დაშვებული შეცდომა უფრო მეტად ფასობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიასთ...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს ქართული რაგბისთვის ისტორიული მოვლენაა”

31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩში შოტლანდიას “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. მატჩამდე [&hel...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგმა მამუკა გორგოძის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებს, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე მამუკა გორგოძე დაუბრუნდეს, რომელმაც სანაკრებო კარიერა […]...
წაკითხვა
რაგბი

სამწუხარო ინფორმაცია: გიორგი ცუცქირიძე მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს

27 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში აფრიკული “საუზერნ კინგსი” 24:20 […]...
წაკითხვა
რაგბი

“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო ჩემპიონატის წინ ახალი კვართები წარადგინეს (ფოტო)

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშების დაწყებამდე, რომელიც […]...
წაკითხვა