“ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე” – ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

თარიღი: თებერვალი 3, 2019

ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა. პირველ რიგში მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცადე, რომ აბსოლუტურად ყველასთვის პირადად დამებრუნებინა პასუხი და მიუხედავად უამრავი წერილისა, მგონი, შევძელი. თუკი ვინმე შემთხვევით გამომრჩა, ბოდიში და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გულთან მიიტანეთ ჩემი პრობლემა და გამონახეთ დრო, რათა გაგემხნევებინეთ. ჩემი განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმ ადამიანების ჩართულობამ, რომლებიც სპორტთან არც კი არიან დაკავშირებულნი, თუმცა აქტიურად ჩაერთნენ ჩემი პრობლემის განხილვაში და დააფიქსირეს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია – მადლობა, მეგობრებო.

მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე – ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით – გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ – დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?

ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული.”

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ტაკაკეიშო-ტოჩინოშინის შეხვედრა აღარ გაიმართება – ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანს

ტოჩინოშინმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) გაიფორმა. ქართველი სუმოისტი დღეს ოძეკის წოდების მქონე ტაკაკეიშოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-სთან კონტრაქტი გაახანგძლივა

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილთან MMA-ში მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაცია UFC-სთან კონტრაქტი გაახანგძლივა. 28 წლის სპორტსმენმა ახალ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. ირაკლი ჩიქოვანი და შოთა თევზაძე რუმინეთის ჩემპიონატში

საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, კონსტანცა რუმინეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. კლუბმა პირველი მატჩი ბუქარესტის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გაგამარუმ ნაცუ ბაშოზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

17 მაისს, ნაცუ ბაშოზე ქართველი სუმოისტი გაგამარუ იუტაკაიამას დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. გაგამარუმ მიმდინარე ტურნირზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პეგასმა ჩემპიონობა დაიბრუნა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში მოიგო თბილისის პეგასმა, რომელმაც ფინალში 40-25 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სამტრედია. [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართველი ძიუდოისტის დასაფასებელი საქციელი ბაქოს გრან სლემზე (ვიდეო)

12 მაისს, აზერბაიჯანში მიმდინარე ბაქოს გრან სლემის მეორე რაუნდში -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პუტინი ყინულზე დაეცა (ვიდეო)

სოჭში გამართულ ჰოკეის გალა-მატჩში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყინულზე დაეცა. ის ტრიბუნაზე შეკრებილ საზოგადოებას ესალმებოდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს ტატამიზე მობილური ტელეფონი გადმოუვარდა (ვ

აზერბაიჯანში მიმდინარე ბაქოს გრან სლემზე კურიოზული რამ მოხდა. -81 კგ წონით კატეგორიაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იტალიური ფრენბურთის გუნდის მოთამაშეები გაშიშვლდნენ და ფოტოები გამოაქვეყნეს

რამდენიმე დღის წინ “იმოკო ვოლეიმ” იტალიის ქალთა ფრენბურთის ჩემპიონატი მოიგო. ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მოთამაშეთა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. საქართველოს ნაკრები: ორი მოგება ბაქოში, მასპინძლებთან

საქართველოს კკლუბების ნაკრებმა, ბაქოში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასზე ორი მატჩი მოიგო: 8 მაისს დაამარცხა აზერბაიჯანის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრან სლემზე

10-12 მაისს აზერბაიჯანში ბაქოს გრან სლემი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 13 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს. ტურნირზე საქართველოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კახი კახიაშვილს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობას სთავაზობენ

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა განაცხადა, რომ მას ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობას სთავაზობენ. “რამდ...
წაკითხვა
სხვადასხვა

მაკგრეგორმა ვაჟს დაბადების დღე სიმღერით მიულოცა (ვიდეო)

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სპორტსმენმა, კონორ მაკგრეგორმა, თავის ვაჟს დაბადების დღე ირლანდიური ფოლკლორის მარგალიტის, Whiskey […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“არ ვივიწყებ, საიდან ვარ და სად გავიზარდე” – რატომ გამოვიდა დვალიშვილი ო

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეოთხე შეხვედრა გამართა. 28 წლის სპორტსმენი კანადაში კანადელ ბრედ კატონას […]...
წაკითხვა