ვენგერი: “ადებაიორი განსაკუთრებული ნიჭის პატრონია”
“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ტოტენჰემთან” სათასო დაპირისპირების წინ ემანუელ ადებაიორი შეაქო.
შეგახსენებთ, რომ ვილაშ-ბოაშის “ტოტენჰემიდან” გათავისუფლების შემდეგ, ადებაიორი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და სამი გოლიც გაიტანა.
“ადებაიორი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელია. ის ამას ყოველ მატჩი ამტკიცებს. სოლდადო-ადებაიორის წყვილი ბოლო დროს ძალიან სახიფათოა. ჩვენი მთავარი მიზანი ამ დუეტის შეჩერებაა” – განაცხადა ვენგერმა.