ვენგერი: „არ მახსოვს, ბოლოს ტიტულის მოგების ასეთი კარგი შანსი როდის გვქონდა“
„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.
„ამ გამარჯვებამ ტიტულის მოგების რწმენა მოგვიმატა. ასე ყოველ მატჩში უნდა ვიბრძოდეთ.
წინა შეხვედრებთან შედარებით, უკეთესები ვართ. პრემიერლიგა ძალიან რთული ტურნირია. ამიტომაც, ფრთხილად უნდა ვიყოთ. „სიტის“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ასეთივე ფეხბურთი 26 დეკემბერს „საუთჰემპტონთანაც“ უნდა ვაჩვენოთ.
არ მახსოვს, ბოლოს ტიტულის მოგების ასეთი კარგი შანსი როდის გვქონდა. ასეთი შესაძლებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოგვიცია. ცხრილის სათავეში 2013/14 წლების სეზონის მიმდინარეობისასაც ვიყავით. ვიცით, რომ წინ კდიევ გრძელი გზაა.
ცხრილში ძალიან მჭირდო მდგომარეობაა. „მანჩესტერ სიტის“ დონის გათვალისწინებით, საჩემპიონო რბოლის მოგება ამ გუნდსაც შეუძია.
იოზილი, რომელმაც დღეს ორი საგოლე პასი მიითვალა, კიდევ უფრო განვითარდა და მას თამაშის საკუთარ თავზე აღების უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა“, – ციტირებს ფრანგს Goal.com-ი.