ვენგერი “არსენალიდან” ვერმალენის წასვლას არ გამორიცხავს
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ გუნდი ტომას ვერმალენს შეელიოს.
ტრავმის გამო, ბელგიელმა მცველმა პრემიერლიგის გასული გათამაშების მხოლოდ 14 მატჩში მიღო მონაწილეობა. ვერმალენი კვლავ ტრავმირებულია.
“არის იმის ალბათბა, რომ მან კლუბი დატოვოს. ვერმალენი “არსენალისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი წასვლის შემთხვევაში, შემცვლელის მოძიება მოგვიწევს”, – ციტირებს ვენგერის სიტყუვებს ВВС.
ტომას ვერმალენის მიმართ დაინტერესებას “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოხატავს. თუ ტრანსფერი განხორციელდება, ბელგიელი მცველი ბოლოს ცხრა წლის განმავლობაში “არსენალის” მეხუთე კაპიტანი იქნება, რომელიც კლუბს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ ვერმალენი “მეთოფეთა” ღირსებას 2009 წლიდან იცავს.