ვენგერი: „არსენალს“ სამი უმაღლესი დონის მეკარე ჰყავს“
ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თავისი გუნდის მეკარეები შეაფასა.
„ოსპინას ადაპტაციისთვის დრო სჭირდებოდა, რადგან, როდესაც იგი ჩვენთან მოვიდა, მას ტრავმა ჰქონდა. ამ დროში დავიდმა აჩვენა, თუ რამდენად კარგი მეკარეა. ამჟამად იგი შჩესნისთან ერთად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძვის. ვოიცეხი ნომერ პირველი მეკარეა, თუმცა ბოლო დროს ოსპინას ვათამაშებთ. გააგრძელებს თუ არა იგი შემადგენლობაში მოხვედრას? ამასთან დაკავშირებით რამეს მოვიფიქრებთ. ასევე მარტინესის შესახებ არ გვავიწყდება – მასაც მაღალი დონის მეკარედ ვაფასებთ. გუნდში სამი უმაღლესი დონის გოლკიპერი გვყავს“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.