ვენგერი: იანვრის სატრანსფერო ფანჯარა აუცილებელი არ არის

თარიღი: იანვარი 10, 2014

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის აუცილებლობას ვერ ხედავს.

“ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა. საინტერესო ვარიანტის შემთხვევაში გაძლიერებაზე უარს არ ვიტყოდით. ალვარო მორატასთან “არსენალი” არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

ახლა მთლიანად “ასტონ ვილასთან” გასამართ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული და სხვა საკითხები ნაკლებად მაინტერესებს.

სატრანსფერო ფანჯარა ყურადღების გაფანტვას იწვევს. უკეთესი იქნებოდა, რომ ზამთარში გუნდებს ტრანსფერების განხორციელება არ შეეძლოთ და ყველაფერი ზაფხულის პერიოდში წყდებოდეს” – განაცხადა ვენგერმა

 

მსგავსი სიახლეები