ვენგერი ჯაკას წითელ ბარათზე საუბრისას: “წითელი კი არა, მუქი ყვითელი ბარათი იყო”
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “არსენალისა” და “სუონსის” შორის გამართული მატჩის შემდეგ (3-2) მსაჯის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც მოედნიდან “მეთოფეთა” ახალწვეული, გრანიტ ჯაკა გააძევა.
“ნამდვილად არასასიამოვნო მომენტი იყო. მსაჯმა კაშკაშა წითელ ბარათზე გააკეთა არჩევანი, როდესაც სიტუაციას მუქი ყვითელი უფრო შეეფერებოდა.
ჯაკა ბინძური ფეხბურთელი ნამდვილად არ არის. რამდენადაც მე ვიცი, ბეროუმაც შეიტანა რაღაც წვლილი მის გაძევებაში. თუმცა, ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.” – განაცხადა ვენგერმა.