ვენგერი: “კომანის შეძენა გვინდოდა, მაგრამ მან “იუვენტუსი” აირჩია”
ფრანგი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, კინგსლი კომანი მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობად “იუვენტუსიდან” ორწლიანი იჯარით შეუერთდა. გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ აქვთ.
ჯერ კიდევ 2014 წელს კომანი “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას იცავდა. სწორედ ამ დროს მისი თამაშით არსენ ვენგერი პირადად დაინტერესდა და “არსენალი” მის გადაბირებას ცდილობდა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონში გადასვლაზე უარი თქვა.
“2014 წლის ზაფხულში კომანის გადაბირებას მართლაც ვცდილობდით, ტრანსფერი თითქმის უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, მან “იუვენტუსში” გადასვლა არჩია”, – განაცხადა არსენ ვენგერმა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში კომანის ანგარიშზე მიუნხენელთა მაისურით ჩატარებული 15 მატჩი, ოთხი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემაა.