ვენგერი კონტრაქტს გაახანგრძლივებს
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2014/01/Arsene-Wenger.jpg)
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
“არსენი კონტრაქტს სეზონის ბოლოს გაახანგრძლივებს. ვფიქრობ, ახლა შესაფერისი დროა ამ განცხადების გასაკეთებლად” – განაცხადა “არსენალის” დირექტორმა ივან გაზიდისმა.
ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან თავკაცობს. ამ პერიოდში კლუბმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი (1998, 2002, 2004), მოიგო 4 ინგლისი თასი (1998, 2002, 2003, 2005) და ოთხი სუპერთასი (1998, 1999, 2002, 2004).
ვენგერი IFFHS-ის ვერსიით XXI საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელია.