ვენგერი: “ლესტერს” მთელი ქვეყანა უმაგრებს ზურგს”

თარიღი: თებერვალი 7, 2016

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა პრესასთან “ლესტერის” ამჟამინდელ მდგომარეობასა და მათ უპირატესობებზე ისაუბრა.

“ჩვენ მხარს მხოლოდ საკუთარი ფანები გვიჭერენ: “არსენალს” – “არსენალის” ფანები, “სიტის” – “სიტის” ფანები, “ტოტენჰემს” –  “სპურსის” ფანები. ესაა და ეს. “ლესტერს” კი მთელი ქვეყანა უმაგრებს ზურგს და ასე იქნება სეზონის ბოლომდე. ეს უდიდესი უპირატესობაა.

ხალხს არ მოსწონს ის, რომ დიდ ფეხბურთელებს არ ვყიდულობ, თუმცა ისინი მხარს იმ გუნდებს უჭერენ, სადაც არცერთი ცნობილი ფეხბურთელი არაა.

“ლესტერი” შესანიშნავი მაგალითია იმის, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფულის ხარჯვაზე არაა დამოკიდებული. ჩემთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ “ლესტერი” ასე კარგად ასპარეზობს.”

მსგავსი სიახლეები