ვენგერი: „მონაკოსთან“ დასაკარგი არაფერი გვაქვს“
ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერემა „მონაკოსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ახლა ფავოროტი „მონაკოა“. მეტოქესთან შედარებით, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.
როგორ შეგვიძლია მოგება? თუ ისე ვითამაშებთ, როგორც „ვესტ ჰემთან“ და ბოლო წამებამდე ვიბრძოლებთ, მაშინ მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას მოვახერხებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.