ვენგერი: „მსგავს სიტუაციებში ფრანგული კლუბები ძლიერები არიან“
ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთვნელმა არსენ ვენგერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მოახლოებული მატჩის თაობაზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდის მეტოქე მარსელის „ოლიმპიკი“ იქნება.
„მარსელს“ დასაკარგი არაფერი აქვს, მსგავს სიტუაციებში კი ფრანგული კლუბები ძლიერები არიან. „მარსელი“ მაღალი კლასის გუნდია, რომელიც ბოლო დროს ათამაშდა და ზედიზედ ორი მატჩიც მოიგო. ეს ყველაფერი ამ გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – თვლის ვენგერი.
„როდესაც შენს სამუშაოს კარგად ასრულებ და ჯგუფში პირველ ადგილზე გადიხარ, შეგიძლია თქვა, რომ მიზანს მიაღწიე. ჩვენი მიზანი კი სწორედ პირველი ადგილია. თუმცა, სჯობს, არ ვიჩქაროთ. ჯერ პლეი-ოფის საგზური მოვიპოვოთ, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენზე ვიფიქროთ“, – დაასრულა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი