ვენგერი: “მუშაობას, ალბათ, პირველ იანვარს განვაახლებ”
ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავკაცი არსენ ვენგერი სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტი მუშაობის განახლებას პირველი იანვრიდან გეგმავს.
“ალბათ, პირველ იანვარს დავბრუნდები, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი, სად განვაახლებ მუშაობას. ძალები აღვიდგინე და ვგრძნობ, რომ მუშაობისთვის მზად ვარ. არსებობენ ფეხბურთის ფედერაციები და ნაკრებები. შესაძლოა, იაპონიას მივაშურო. “არსენალში” 22-წლიანი მუშაობის შემდეგ სხვადასხვა ტიპის დიდი გამოცდილება დამიგროვდა”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “ბილდი”.
შეგახსენებთ, რომ “არსენალამდე” არსენ ვენგერი იაპონურ “ნაგოია გრამპუსში” მუშაობდა. პრესაში ფრანგი სპეციალისტის სახელს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის პოსტებს, ასევე “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორის თანამდებობას უკავშირებენ.