ვენგერი: “ოზილს “არსენალში” დარჩენა სურს!”
ლონდონის “არსენალის” გამთამაშებელსა და ერთ-ერთ ლიდერს, მესუთ ოზილს გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება. უკვე, დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ გერმანელს გუდნიდან წასვლა სურს; ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ “მეთოფეები” ძალიან ცოტა ტიტულს იგებენ.
ლონდონური კლუბის თავკაცმა, არსენ ვენგერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მესუთი არსად წასვლას არ აპირებს; მას გუნდში დარჩენა და ბევრი თასის აღმართვა სურს!
“არ ვფიქრობ, რომ ოზილს დარწმუნება სჭრიდება, რათა ჩვენთან დარჩეს. მისი ნება “არსენალის” ფორმით თამაშია.”
“ამ აზრზე ოზილი მხოლოდ ფულის გამო არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ტიტულებს. ქვეყნის ჩემპიონატში ისეთი მეტოქეები გვყავს, როგორებიც “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი”, “ლივერპული” და სხვები არიან. ასეთი კონკურენციის პირობებში არაფრის გარანტია არ გვაქვს. მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ!”
“მესუთის გარდა, გვინდა სხვა ძლიერი მოთამაშეები შევინარჩუნოთ. სწორედ მათთან ერთად შევეცდებით წარმატების მიღწევას!” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.