ვენგერი: „პლეიოფში გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია“
„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ოლიმპოიაკოსთან“ ანგარიშით 2:3 მარცხის შემდეგ წაგებაში მეკარე დავიდ ოსპინა არ დაადანაშაულა, რომელმაც კუთხურის შემდეგ ელემენტარულ სიტუაციაში ბურთი გაუშვა.
„მეკარეს შეცდომის დაშვება შეუძლია, მაგრამ ამ მიზეზით წაგების ახსნა დაუშვებელია. მსგავსი რამ პეტრ ჩეხსაც მოუვიდა, ამას უნდა შევეგუოთ.
ვფიქრობ, პლეიოფში გასვლა ჯერ კდიევ შეგვიძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი თამაშის დავიწყება რთულია. წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზმა კანაპირობა: დაცვაში კონცენტრაცია დაგვაკლდა, მეტოქემ კი ამ პოზიციაზე კარგად ითამაშა. გარდა ამისა, ბედმაც არ გაგვიღიმა“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.