ვენგერი: “სამწუხაროა, რომ მოიესს მეტი დრო არ მიეცა”
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსეგნ ვენგერმა დევიდ მოიესის “მანჩესტერიდან” გათავისუფლებამ გული დაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა მანჩესტერულ კლუბში სულ 10 თვე იმუშავა.
“საწყენია, ის გაცილებით მეტ დროს იმსახურებდა. მოიესს წარმატებებს ვუსურფებ. ეს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. მწვრთნელებს დროს აღარ აძლევენ, რაც არ არის სწორი მიდგომა. ხარისხი დროსთან ერთად მოდის” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.