ვენგერი: “თუ საჭირო ვიქნები, მზად ვარ, “არსენალში” დავბრუნდე”

თარიღი: იანვარი 2, 2021

ლონდონის “არსენალიდან” არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ “მეთოფეებმა” ის შედეგი ვერ მიიღეს, რასაც ელოდნენ. გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ფრანგი სპეციალისტის დაბრუნებასაც კი ითხოვს.

დაბრუნების თაობაზე ვენგერს კითხვა NBC Sports-ის ჟურნალისტებმაც დაუსვეს – “თუ საჭირო ვიქნები, მზად ვარ, “არსენალში” დავბრუნდე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამას არ ველი.”

როგორც იცით, ვენგერის კლუბიდან გაშვებას დიდი იმედგაცრუება და გულის ტკენა მოყვა. თუმცა, როგორც თავად არსენი აცხადებს, ყველაფერი დაივიწყა.

“დრო ყველაზე კარგი ექიმი გამოდგა,” – განაცხადა ვენგერმა, როდესაც კლუბისადმი დამოკიდებულების შესახებ კითხეს.

მსგავსი სიახლეები