ვენგერი: “ვან პერსის “არსენალში” დაბრუნება სურდა, თუმცა ეს უკვე შეუძლებელი იყო”
ლონდონის “არსენალის” ყოფილმა მენეჯერმა არსენ ვენგერმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში რობინ ვან პერსის შესახებ ისუაბრა.
“2012 წელს ვან პერსიმ შემატყობინა, რომ “არსენალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა. ყველა დიდ კლუბს სურდა მისი დამატება. მე ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გავყიდე.
ფანები ჩემზე გაბრაზდნენ. მოლაპარაკების პროცესში შევძელი და ვან პერსი 24 მილიონ ფუნტ სტერლინგად გავყიდე, რაც უზარმაზარი თანხა იყო ფეხბურთელში, რომელსაც ხელშეკრულებით კლუბთან ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. მე ჩემი კლუბის ინტერესებით ვმოქმდებდი. ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა სწორედ ამ პერიოდიდან გამიუმჯობესდა. თითოეული ტრანსფერი პოკერის თამაშს ჰგავს, ცდილობ, რომ ზედმეტი არაფერი გასცე.
ვან პერსის “ოლდ ტრაფორდზე” ფანტასტიური ექვსი თვე ჰქონდა: მან გუნდი პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში დააბრუნა და ჩვენი კონკურენტი კიდევ უფრო გააძლიერა, თუმცა სამი წლის შემდეგ ტრავმა მიიღო და ლუი ვან გალმა ის თურქულ “ფენერბაჰჩეში” გაყიდა.
ვან პერსიმ დამირეკა. მას ჩვენთან დაბრუნება სურდა. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო. მისი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, ჩვენ კი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვაკეთებდით”.