ვენგერმა ინგლისის მწვრთნელის პოსტზე შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა
რამდენიმე დღის წინ სემ ელერდაისი დიდ სკანდალში გაეხვა და იგი ინგლისის ნაკრების პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ თავისუფალი თანამდებობა ბევრ მწვრთნელს დაუკავშირეს, მათ შორის, ლონდონის “არსენალის” სპეციალისტს, არსენ ვენგერს.
გუშინ “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგაზე “ბაზელს”, ანგარიშით, 2:0 სძლია. შეხვედრის შემდეგ ვენგერმა გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გაკეთა.
“ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გეტყვით, რომ ჩემი პრიორიტეტი მხოლოდ “არსენალია”! ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს სეზონი წარმატებული აღმოჩდეს ლონდონური კლუბისთვის.”
“რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფებით. მე ამ ფაქტს ვულოცავ ჩემს სპორტსმენებს. მათ, განსაკუთრებით, პირველი ტაიმი ძალიან, ძალიან მაღალ დონეზე ჩატარეს.”
“გვაქვს ამბიცია და, შესაბამისად, მონდომებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მოედანზე, რათა დიდ მიზნებს მივაღწიოთ. მუდამ ვცდილობთ და ვეცდებით, განვვითარდეთ და საუკეთესო ფორმაში შევიდეთ!” – გაანცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.