ვენგერმა “მონაკოს” შემტევს დაადგა თვალი
არსენ ვენგერმა beIN Sports-ს დაუდასტურა, რომ იგი მოხიბლულია “მონაკოს” 18 წლის თავდამსხმელის, კილიან მბაპპეს შეძენით. ფრანგმა სპეციალისტმა იგი ტიერი ანრის შეადარა.
“ის ანრის ჰგავს. რა თქმა უნდა, ზუსტად არა, თუმცა კილიანს დაახლოებით იგივე თვისებები აქვს, რაც – ტიერის. ტალანტი და პოტენციალი იგივეა.”
“რა თქმა უნდა, მას ვაკვირდებით. მბაპპეს ძალიან კარგად ვიცნობ. მისი შესაძლებლობების შესახებ დეტალურად ვიცი. მარიტვად რომ ვთქვათ, ფრანგი შესწავლილი მყავს. იმედი მაქვს, ჩვენი ძლიერი სურვილის შემთხვევაში, ის “არსენალის” ფორმას მოირგებს,” – აცხადებს ვენგერი.
აქვე გეტყვით, რომ მბაპპეს პროფესიონალური კარიერა 2015 წლის ზაფხულზე “მონაკოში” დაიწყო. მან პირველ გუნდში 7 გოლი, ხოლო მეორეში 3 გაიტანა. მბაპეს საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებში 8 თამაშში 7 გოლი აქვს შეგდებული.