ვენგერს “არსენალის” მესამე მეკარესი სჯერა
“არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს “მეთოფეთა” მესამე მეკარის, ემილიანო მარტინესის, რომელიც დღეს სადებიუტო მატჩს გამართავს სჯერა.
შესნის დისკვალიფიკაციისა და ოსპინას ტრავმის გამო ფრანგი სპეციალისტი იძულებული გახდა “ანდერლეხტის” წინააღმდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მესამე მეკარე დაეყენებინა.
თუმცა, ვენგერს ემილიანოს გამოცდილება სულაც არ აინტერესებს და ესპანელის სჯერა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი დღეს იმედებს არ გამიცრუებს. გასულ სეზონში, “შეფილდში” მან საკმაო გამოცდილება მიიღო დაკარგი თამაში აჩვენა.”
“არსენალში ჩატარებული ბოლო თამაშის შემდეგ, იგი გაიზარდა. ახლა უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს.”
“ჩვენ ყველაფერი უდნა გავაკეთოთ, რათა მას პრობლემები არ შევუქმნათ. იგი იქნება კომფორტულად და ეს ყველაფერი კარის მშრალად შეახვაში აუცილებლად დაეხმარება.”-განაცხადა ვენგერმა