ვენის “რაპიდმა” განცხადება ქართულ ენაზე გამოაქვეყნა
11 დეკემბერს, ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე “რიდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში დუბლის გაფორმება სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა მოახერხა.
მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სოციალურ ქსელ Facebook-ში “რაპიდის” ოფიციალურ გვერდზე ქართულ ენაზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც კლუბის მისიას ეხება.
სპორტკლუბ რაპიდის მისია
■ სპორტკლუბი „რაპიდი“ არის გაერთიანება.
ჩვენი ლეგენდარული ერთიანობა ეფუძნება სოლიდარობას ოჯახებს, მეზობლებსა და
მეგობრებს შორის. ჩვენ გვაერთიანებს თეთრ-მწვანე დროშა, რამაც ვენისა და ავსტრიის
ყველზე დიდ და წარმატებულ საფეხბურთო გუნდად გვაქცია. ამ ერთიანობის დაცვის
მიზნით ჩვენ, რაპიდელები ერთმანეთთან ღირსებით, გულწრფელობით და ნდობით
ვურთიერთობთ.
■ სპორტული კლუბი რაპიდი იცავს ტრადიციებს.
ჩვენი სახელწოდება არის და რჩება სპორტული კლუბი რაპიდი. ჩვენი ფერები არის
და რჩება მწვანე და თეთრი. ჩვენი გერბი შეუცვლელია. ჩვენ წლების განმავლობაში
ვიბრძვით წარმატებისთვის და არასოდეს ვნებდებით. „რაპიდის თხუთმეტწუთეული“
არის გამარჯვების წყურვილის მუდმივი გამოხატვა. ჩვენი გამოსვლები არის თამამი
და თავდაჯერებული. როგორც გუნდი, ჩვენ თავდასხმისთვის მზად მყოფნი და
დინამიურები ვართ და მიზნის მისაღწევად ყოველთვის პირდაპირ გზას ვირჩევთ. ჩვენს
მოწინააღმდეგეებს ყოველთვის მკაცრად, მაგრამ სამართლიანად და პატივისცემით
ვექცევით. როგორც ცუდ, ასევე კარგ პერიოდებშიც გვიყვარს ის რასაც ვემსახურებით და
ვართ ამაყნი რომ გვაქვს პატივი ღირსეული წვლილი შევიტანოთ რაპიდისთვის დიდების
მოპოვებაში.
■ საფეხბურთო კლუბის რაპიდის სამშობლო არის ჰუტელდორფი.
ჩვენ აქ გავიზარდეთ. აქ ძგერს ჩვენი გაერთიანების გული. ვენა ჩვენი ქალაქია. ის
გვაყალიბებს ჩვენ და ჩვენ წარმოვაჩენთ მას. როგორც ქვეყნის ყველაზე მნიშნელოვანი
გუნდი, ავსტრიაში ჩვენ ყველგან თავს ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო
მის საზღვრებს გარეთ მნიშვნელოვან ერთიანობას წარმოვადგენთ.
■ სპორტული კლუბი რაპიდის კარი ყველასთვის ღიაა.
მრავალფეროვნება იყო და არის ჩვენი წარმატების საფუძველი. ამიტომ და ასევე
საზოგადოებისადმი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით,
ნებისმიერ ადამიანს რომელისთვისაც რაპიდის კეთილდღეობა მნიშვნელოვანია შეუძლია
რაპიდელი იყოს. განურჩევლად სქესის, წარმოშობისა, სოციალური კუთვნილებისა
და მსოფლმხედველობისა. ჩვენი წარმომავლობა განსაკუთრებით გვავალდებულებს
სოციალურად მძიმე ვითარებაში მყოფთა დაცვას.
■ სპორტული კლუბი ავსტრიის ჩემპიონატში გამარჯვებათა ოდენობით რეკორდსმენია.
წარმატება ჩვენი მემკვიდრეობის გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენი ყოველთვის პირველობის
პრეტენზია გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის შეჯიბრია და მსოფლიოს რომელ
კუთხეში, ჩვენ ყველგან გამარჯვება გვსურს! ამ გამოწვევის განსახორციელებლად
ვცდილობთ ვიყოთ ერთიანები, ინოვაციურები და შორს მჭვრეტელები. ამასთანავე, ვართ
ყოველთვის ძალიან სუვერენულნი. ამით ჩვენ ფასეულობების ერთგულნი ვრჩებით
და ვახერხებთ აღნიშნულის მომავალი თაობებისთვის გადაცემას. რითაც შესაძლებელს
ვხდით ერთიანი მიზნისთვის ბრძოლას, გამარჯვებას და რაპიდის სულის უკვდავყოფას.