ვენუს უილიამსმა ახალი რეკორდი დაამყარა
ამერიკელმა ჩოგბურთელმა ვენუს უილიამსმა ქალთა ტურნირებზე ჩაწოდებული ბურთების სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. ESPN-ს ცნობით, აღნიშნული ფაქტი ტოკიოში მიმდინარე ტურნირზე მოხდა.
ტურნირის 1/4-ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც უფროსმა უილიამსმა კანადელი ეჟენი ბუშარი (6:3, 6:7(4), 6:3) დაამარცხა, ვენუსმა ჩაწოდება განახორციელა, რომლის სიჩქარემ 209.1 კმ/სთ-ში შეადგინა.
ცნობისთვის, 1/2 ფინალში ვენუსის მეტოქე ჩეხი პეტრა კვიტოვა იქნება. მეორე 1/2-ფინალურ შეხვედრაში კი ერთმანეთს კაროლინ ვოზნიაცკი და ანგელიკა კერბერი დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ასევე უფროს უილიამსს ეკუთვნის. ხუთი წლის წინ მისი ერთ-ერთი ჩაწოდებული ბურთის სიჩქარემ 207.6 კმ/სთ-ში შადგინა.
კაცთა შორის მსგავსი რეკორდით ივო კარლოვიჩი გამოირჩევა, რომლის ერთ-ერთი ჩაწოდებული ბურთის სიჩქარემ დევისის თასის 2011 წლის გათამაშებაში 251 კმ/სთ-ში შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი