ვერმალენი ისევ დაშავდა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-3 ტურში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის (1:2) მიმდინარეობისას კატალონიელთა მცველმა ტომას ვერმალენმა ტრავმა მიიღო. ბელგიელმა ფეხბურთელმა მოედანი შეხვედრის 28-ე წუთზე დატოვა. “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვერმალენმა მარცხენა ფეხის კუნთები დაიშავა.
როდის გამოჯანმრთელდება 29 წლის მცველი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაზიანების სიმძიმე სერიოზული ხასიათისა არ არის და ვერმალენმა ვარჯიში შესაძლოა, უახლოეს დღეებში გააგრძელოს.