ვერმალენი კვლავ ტრავმირებულია
“ბარსელონას” მცველ ტომას ვერმალენს ფეხის კუნთების ტრავმის რეციდივი აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მომჯობინდება 30 წლის ბელგიელი ფეხბურთელი.
“ვერმალენს მარჯვენა ფეხის კანჭის ტყუპი კუნთი აქვს გაჭიმული”, – ნათქვამია “ბარსელონას” მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
მიმდინარე სეზონში ტომას ვერმალენმა “ბარსელონას” ფორმით მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ბელგიელმა ფეხბურთელმა ბოლოს 12 მარტს, პრიმერადივიზიონის ეგიდით “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა.