ვერმალენს მწვანე შუქი აუნთეს
კატალონიის ”ბარსელონას” სამედიცინო შტაბი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ტომას ვერმალენი, რომელიც ტრავმის გამო ახალ კლუბს ვერ ეხმარებოდა, სათამაშოდ მზად არის.
როგორც იცით, ბელგიელმა კლუბი წელს გამოიცვალა. კატალონიელებმა ფეხბურთელი ლონდონის ”არსენალისგან” შეიძინეს. იგი მოუთმენლად ელის დებიუტს კატალონიურ გრანდში.
მართალია, ვერმალენმა უკვე გაიტანა პირველი გოლი ”ბარსას” მაისურით, მაგრამ ეს ამხანაგურ მატჩში იყო. აღნიშნული შეხვედრა ოთხშაბათს ინდონეზიის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა.