ვერონი ესტუდიანტესის პრეზიდენტი გახდა
ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხუან სებასტიან ვერონმა, მოთამაშის კარიერა დაასრულა და მშობლიური “ესტუდიანტესის” პრეზიდენტი გახდა.
Ole-ს ცნობით, ვერონმა ხმათა 70 პროცენტი მიიღო და კლუბის მოქმედი პრეზიდენტი ენრიკე ლომბარდი დაამარცხა, რომელმაც ხმათა 30 პროცენტი მიიღო.
ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობა კლუბის 7 ათასმა ფანმა მიიღო.
ასე რომ, ხუან სებიასტიან ვერონი კლუბის ახალი პრესიდენტია და საქმეს უახლოეს მომავალში შეუდგება.
შეგახსენებთ, 39 წლის არგენტინელი კარიერის საუკეთესო წლებში “ბოკა ხუნიორსში”, “სამპდორიაში”, “პარმაში”, “ლაციოში”, “მანჩესტერ იუნაიტედში”, “ჩელსიში” და “ინტერში” ასპარეზობდა. ბოლოს კი “ესტუდიანტესს” დაუბრუნდა.