ვერონი: „მესიმ მითხრა, რომ „ინტერში“ თამაში უნდოდა“
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან სებასტიან ვერონმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მეისმ „ინტერში“ თამაშის სურვილი გამოთქვა.
„რამდენიმე წლის წინ მესიმ ერთხელ მითხრა, რომ „ინტერში“ თამაში სურს. არასწორად არ გამიგოთ, ეს დიდი ხნის წინ იყო და კლუბის პრეზიდენტის პოსტს ჯერ კიდევ მასიმო მორატი იკავებდა. დიახ, სიმართლე რომ გითხრათ, მესის „ბარსელონადან“ წასვლის ვარიანტის არც მე მჯერა“, – ციტირებს არგენტინელს „ტუტოსპორტი“.
შეგახსენებთ, რომ ვერონი არგენტინული „ესტუდიანტესის“ პრეზიდენტია.