ვერტონგენი: “ტოტენჰემს” კეინის გარეშეც შეუძლია “რეალის” დამარცხება”
ლონდონის “ტოტენჰემის” მცველი, იან ვერტონგენი პოზიტიურად არის განწყობილი ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” გასამართი მატჩის წინ და სჯერა, რომ “დეზებს” “ბლანკოსის” დამარცხება კეინის გარეშეც შეუძლიათ.
“რა თქმა უნდა, მადრიდში მოპოვებულმა ფრემ თვითდაჯერებულობა კიდევ უფრო შეგვმატა. “რეალი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მათ ეს პირველივე მატჩში დაგვიმტკიცეს.
“რეალს” ნებისმიერ მომენტში შეუძლია, გოლი გაგიტანოს, მაგრამ ჩვენ ამას მიჩვეულნი ვართ. თუმცა, მეტოქეს უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე ინგლისურ კლუბებს.
ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ შეგვიძლია “რეალის” დამარცხება კეინის გარეშე. რა თქმა უნდა, ჰარი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის, მაგრამ მის გარეშეც ძალიან ძლიერები ვართ,” – აცხადებს ვერტონგენი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ “ტოტენჰემსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი 1 ნოემბერს, 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.