“ვესტ ჰემის” მფლობელები სლავენ ბილიჩის გაშვებაზე დაფიქრდნენ
“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი კლუბის თანამფლობელთან, დავიდ სალივანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.
როგორც იცით, ახალი სეზონის სამი ტურიც საკმარისი იყო, რომ ხორვატი სპეციალისტი წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ აღმოჩენილიყო – ამ დროისთვის “ჩაქუჩები” ცხრილის ფსკერზე ტივტივებენ.
კვირას, “ნიუკასლთან” განცდილი დასანანი მარცხის (3-0) შემდეგ, ბილიჩმა განაცხადა: “ყველა გუნდს აქვს ცუდი და კარგი პერიოდები, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული სიტუაციაა.
მე გუნდის თავკაცი ვარ და ჩემი მოვალეობაა, რომ მათი მჯეროდეს. ცუდ პერიოდებში კიდევ უფრო მეტად ვაანალიზებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი სამუშაო.”