“ვესტ ჰემის” ვიცე-პრეზიდენტი სუპერლიგის კლუბებზე: “გველებზე უარესები არიან”
“ვესტ ჰემის” ვიცე-პრეზიდენტი, კარენ ბრედი, საჯაროდ საუბრობს ევროპის სუპერლიგის მონაწილე ინგლისური კლუბების შესახებ და მათგან ბოდიშს ითხოვს.
“ვუყურებდი, როგორ იხდიდა ექვსიდან ოთხი კლუბი ბოდიშს თავიანთი ფანებისა და ფეხბურთელების წინაშე ფულის კარტელში გაერთიანებისთვის. მიკვირდა, თუ რატომ არ უხდიდნენ ბოდიშს თავიანთ კოლეგებს პრემიერ ლიგაში, ისევე როგორც დანარჩენი კლუბების მწვრთნელებს, ფანებს და ფეხბურთელებს.
მათი დანაშაული ძალიან მძიმე იყო. ექვსივე კლუბი თავს გვაჩვენებდა, რომ პრემიერ ლიგის კლუბების საუკეთესო ინტერესებისთვის იბრძოდა, სინამდვილეში კი ყველაფერს ანადგურებდნენ.
არ მიკვირს, თუ რატომ მოიხსენია უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ეს კლუბები გველებად. ისინი გველებზე უარესები არიან და უარესადაც მოიხსენიეს სამშაბათს 14 კლუბის შეხვედრაზე,” – აცხადებს ბრედი.