“ვესტ ჰემმა” ჟოაუ მარიუ ინათხოვრა
მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ჟოაუ მარიუ კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 25 წლის ფეხბურთელი ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედმა” ინათხოვრა. მხარეებს შორის დადებულ საიჯარო ხელშეკრულებას ძალა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება.
ჟოაუ მარიუ ინგლისურ გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.