ვეტერანებმა სფფ-ის 2013 წლის საქმიანობა შეაჯამეს

თარიღი: იანვარი 16, 2014

„მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდნენ.

პრესკონფერენციას ვაჟა ჟვანია, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია და ლევან ნოდია ესწრებოდნენ. ვეტერანებმა მოკლედ შეაფასეს განვლილი წელი და გაკეთებულ თუ გასაკეთებელ საქმეებზე ისაუბრეს.

„ჩვენი, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის სლოგანია – გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე დამსახურებულ ვეტერანებს და ამ მიმართულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს აკეთებს. გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ სახელმწიფოს, „ქართუ ჯგუფის“ და „დინამო“ თბილისის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ ვეტერანებისთვის.

ვფიქრობ, ფედერაცია სწორი მიმართულებით მიდის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებს, რაც უკვე ტრადიციად იქცა. არ შემიძლია, არ გამოვარჩიო ვასილ მაისურაძე და მისი 19-წლამდელები. ეს არის გამორჩეული გუნდი და გამორჩეული თაობა, რომელიც 2-3 წელში თავის სიტყვას იტყვის.

როცა ვეტერანები ამხანაგურ თამაშებს ვატარებთ, ან სადმე მივდივართ, ყველა ხარჯს ფეხბურთის ფედერაცია ფარავს. თუ ვინმეს იუბილეა, ან ვინმე გარდაიცვალა, ფედერაცია ყველანაირად გვერდში გვიდგას. აქვე გეტყვით, რომ ფედერაცია დაეხმარა ნუკრი კაკილაშვილს, ზორბეგ ებრალიძეს, ვახტანგ კოპალეიშვილს, დავით გოგიას ოპერაციების გაკეთებაში. ინტენსიურად გამოდის წიგნები ქართველ ვეტერანებზე, ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე და ამასაც ფედერაცია აფინანსებს.

ჩვენ გულნატკენები ვართ, რომ ყაველაშვილმა და ჯამარაულმა რაღაც წყალგამყოფივით გაავლეს და თავის თავს „ახალგაზრდა ვეტერანებს“ ეძახიან… ვერაფრით გავიგე, რა არის ეს „ახალგაზრდა ვეტერანი“… ვეტერანი ვეტერანია“ – განაცხადა ვაჟა ჟვანიამ.

მურთაზ ხურცილავა: „საქმეები წინა წლებშიც კეთდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბით არა. მიმდინარეობს მოედნების, ბაზების მშენებლობები; ხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი და ამის დაუნახავობა არ შეიძლება. ზვიად სიჭინავას მინუსად ჩაუთვალეს, რომ რამაზ შენგელიას დაკრძალვის ხარჯები გაიღო… როგორ, რამაზ შენგელიას ოჯახს ფედერაცია არ უნდა დახმარებოდა?!

რა თქმა უნდა, პრობლემაა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, მისი დონე, მაყურებელთა დასწრება… ამაზე გული ძალიან მტკივა. გულშემატკივარი სტადიონზე ფეხბურთელებმა უნდა მიიყვანონ – სხვანაირად მე არ ვიცი…“

ოთარ გაბელია: „ალბათ, ყველას დაავიწყდა, რა პირობებში უხდებოდა ნაკრებს ვარჯიში და თამაში წლების განმავლობაში. ფედერაციას რაც ევალება, იმას აკეთებს. სწორედ, ესაა მისი მოვალეობა, რომ შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურული და საფეხბურთო პირობები. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ამდენი შეკრება, ტურნირი და ამხანაგური თამაში ჰქონოდათ.“

ლევან ნოდია: „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან განვიცდით ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას. მე თემურ ქეცბაიას პოზიცია აბსოლუტურად მესმის. ეს არის პროფესიონალური მიდგომა. დისციპლინა უმთავრესია. თანაც, ფეხბურთელი ნაკრებში ზედმეტი კილოგრამებით არ უნდა ჩამოდიოდეს… თვითონ უნდა გრძნობდნენ ამ პასუხისმგებლობას. “

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ინტერმა” ევროპის ლიგაზე რეკორდი დაამყარა

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. იტალიური კლუბი ევრო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარელას ლამაზი გოლი “ლევერკუზენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 1-0 Bayer Leverkusen (Barella) with a stunning finish with the outside of […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანჩინი: “პირლოს გაუმართლა. მე კარიერა “ფიორენტინაში” დავიწყე და არა 

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტურინის “იუვენტუსის” თავკაცის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ კომენტარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 აგვისტო

“რეალი” დიბალას სანაცვლოდ კროოსს ან ისკოს შეელევა მადრიდის “რეალის” ახალ სატრანსფერო სამიზნეს ტურინის “იუვენტუსის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ამ კვირის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. პოლონელმა ფეხბურთელმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გალიანი პირლოს მწვრთნელად დანიშვნაზე: “გიჟივით იცინოდა”

“მილანის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ადრიან გალიანიმ, პრესასთან საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ანდრეა პირლო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “შეგვხვდა, ის, ვინც შეგვხვდა”

რამდენიმე წუთის წინ, დასრულდა უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში. „ლოკომოტივის“ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამივე ქართული გუნდის მეტოქე ცნობილია

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამივე ქართული გუნდის მეტოქე გამოვლინდა. “საბურთალო” ლიმასოლის “აპოლონს” (კვიპროსი) ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო” კვლავ შინ და ძლიერი სერბული მეტოქე

“დინამო თბილისი” ალბანურ “ტირანასთან” გამარჯვების შემთხვევაში “ცრვენა ზვეზვადასა” (სერბეთი) და “ევროპას̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ დაბლოკეს ნიკა ნინუას ტრანსფერი “ბეშიქთაშში”?

ბერძნული მედიის ცნობით, 21  წლის ნიკა ნინუა კარიერას “პაოკში” გააგრძელებს. 1 თვის წინ პრაქტიკულად გადაწყვეტილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე იონგმა “ნაპოლისთან” ხელშეხვეულმა ფუტკრის ნაკბენის გამო ითამაშა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართულ საპასუხო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი კორონავირუსისგან თავს სპეციალური მატრასით იცავს

ესპანურ ჟურნალ-გაზეთებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ლეო მესის შესახებ. როგორც ჩანს, არგენტინელი სუპერვარსკვლავი კორონავირუსისგან თავის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყენია მსოფლიო ჩემპიონის თანაგუნდელი გახდება? “საბურთალო” დასრულდა

29 წლის ლევან ყენია სინჯებზე გერმანიის მე-3 ლიგის “ურდინგენში” იმყოფება და პირველი მატჩი ჰოლანდიურ “პსვ”-სთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკოში” კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

მადრიდის “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლისაბონში გაფრენის წინ ჩატარებულმა ტესტირებამ კორონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 აგვისტო

ლაკაზეტი “ატლეტიკოში” გადადის გამომდინარე იქიდან, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი “არსენალში” რჩება, “მეთოფეთა” ხელმძღვ...
წაკითხვა