ვიდალი: “ბარსელონაში” მხოლოდ 13 პროფესიონალი ფეხბურთელია”
“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ გუნდში მხოლოდ 13 პროფესიონალი ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ კატალონიელებს წარმატების მიღწევა უჭირთ.
“ბოლო სამი წლის განმავლობაში “ბარსელონა” აღარ არის ისეთი გუნდი, როგორსაც იმსახურებს. არ შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მხოლოდ 13 პროფესიონალი ფეხბურთელი თამაშობდეს. მესი მსოფლიოში საუკეთესოა, უცხოპლანეტელია, მაგრამ იმისათვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიონ, მას თანაგუნდელებიც უნდა დაეხმარნონ.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ აცხადებენ ხმამაღლა რომელიმე ფეხბურთელზე, რომ მისი გაყიდვა შეიძლება. ეს საშინელებაა. თუ მოთამაშეს გუნდის დატოვება სურს ან კლუბს მისი გაშვება, ეს ასე არ უნდა გამოაცხადო. ყველა პიროვნება იმსახურებს პატივისცემას”, – ციტირებს ვიდალის სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ ჩილელი ნახევარმცველი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლის “ბარსელონადან” გაშვების ალბათობა ძალიან მაღალია.